ელისაშვილი: რაც უფრო დიდხანს დარჩება გახარია, უფრო მეტი დარტყმის ქვეშ იქნება “ოცნება”

“პოლიტიკურად რომ შევხედოთ, რაც უფრო დიდი ხანი დარჩება გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად, უფრო მეტი დარტყმს ქვეშ იქნება “ქართული ოცნება”,-ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ზოგმა გაბედა გახარიაზე თქმა, ზოგმა კი ვერ გაბედა, ეს მეორე ხარისხოვანია. ბევრი გამოჩნდება ჩვენს გარდა, რომელიც ნებისმიერი ფორმატის შეხვედრის დროს იტყვის რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს. მათსავე მოედანზე და მათსავე ველზე. დღეს მათ მოედანზე ვიყავით, ჩვენ “სამოქალაქო მოძრაობიდან” იმის ჩვენება გვინდოდა რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატი და რა მოედანი იქნება, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ვიქნებით იქ.

ყოველთვის ვეტყვით სათქმელს-გიორგი გახარია უნდა გადადგეს. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, რაც უფრო დიდი ხანი დარჩება გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად, უფრო მეტი დარტყმს ქვეშ იქნება “ქართული ოცნება” და დააკლდება რეიტინგი”,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...