ელისაბეთ რუდი: აშშ დაეხმარება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას რათა დაიწყოს პროცესები ნდობის აღდგენისკენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით აუცილებელია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს.

“აშშ-მ ისევე როგორც ქართულმა საზოგადოებამ მოიწონა გადაწყვეტილება 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 14 ნოემბერს ვერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა პარლამენტში, რამაც, რა თქმა უნდა, გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოებაში და შექმნა რთული პოლიტიკური სიტუაცია.

სწორედ ამიტომ აშშ ევროკავშირთან ერთად, გაერთიანდა იმისათვის, რომ დაეხმაროს მმართველ პარტიას და ოპოზიციას რათა დაიწყოს პროცესები ნდობის აღდგენისკენ. გასულ შაბათს დაიწყო დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, განიხილება სხვადასხვა მოდელები, მათ შორის გერმანულიც და მთავარი მიზანია, რომ ამ დიალოგის შედეგად მოხდეს ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს პროცესი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იყოს სურვული მხარეებისა”.-განაცხადა რუდმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად