ელისაბედ II-ს პირადი ითვითმფრინავები აღარ მოემსახურება

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს პირადი თვითმფრინავები აღარ მოემსახურება და ნაცვალდ საკუთარისა, გამოიყენებს პრემიერ მინისტრის თვითმფრინავს. ამის შესახებ გამოცემა Mail Online წერს.

“თვითმფრინავებს, რომლებსაც სამეფო ოჯახი იყენებდა 1980-იანი წლებიდან ოყოლებული, საჰაერო ძალებიდან გაიყვანენ მომავალ წელს და დედოფალი პირადი თვითმფრინავის გარეშე დარჩება”, – წერს გაზეთი.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების შემცირების გამო მიიღეს. სამეფო ოჯახს ემსახურება ოთხი BAE-146 რეგიონალური თვითმფრინავი და AW-109 ვერტმფრენი, რომელთა გამოყენებას დედოფალი გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...