ელისაბედ II-მ ტერეზა მეის ბრიტანეთის ხელისუფლების ფორმირების უფლება მისცა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონსერვატორების პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით ვერ გავიდა, დედოფალ ელისაბედ II-ისგან ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ფორმირების უფლება მიიღო. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

დედოფალთან აუდიენციის შემდეგ, მეიმ განაცხადა, რომ ჩრდილოირლანდიური დემოკრატიული პარტიის დახმარებით, უმცირესობის ხელისუფლების ფორმირებას შეეცდება.

მეიმ პირობა დადო, რომ ყველანაირად შეეცდება ბრექსითთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას.

"სწორედ ამის გამო მისცა ხალხმა ხმა გასულ წელს და სწორედ ამის უზრუნველყოფას შევეცდებით. ასე რომ, დროა საქმე შევუდგეთ", – აცხადებს მეი.

ბრიტანეთის პრემიერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა 19 ივნისს დაიწყება, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

8 ივნისს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, კონსერვატორების პარტიამ უმრავლესობა დაკარგა და 318 მანდატი მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად