„ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ ხანძარია – ადგილზე 14 სახანძრო ჯგუფია მობილიზებული

თბილისში “ელიავას ბაზრობის” მიმდებარედ, აგლაძის და გუდავაძის ქუჩის კვეთებზე ცეცხლი უწკიდია სასაწყობე ფართს.

როგორც “აიპრესს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, “სასაწყობე ფართში საღებავების და სამშენებლო მასალები იწვის, ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო ეკიპაჟი, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა”.

პ.ს. ფოტო “ფორმულას” ლაივჩართვიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...