ელიაშვილი: ხალვაში ივანიშვილზეა დამოკიდებული, რომელსაც R2-ის დახურვის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2″-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, რომელსაც ტელეკომპანიის დახურვის სურვილი ღიად არაერთხელ გამოუთქვამს. როგორც ლუბა ელიაშვილმა ამავე არხის ეთერში განაცხადა, ივანიშვილი ადრე თუ გვიან, ყველა ”მეგობარს” ემტერება.

“როდესაც მედიამენეჯერს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და ამ რეიტინგს ამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, ე.ი. ის შენი ბიზნესისთვის სასარგებლოა. თუ შენ მას პრინციპულად ცვლი, ეს იმას იმას ნიშნავს, რომ შენ ეს ბიზნესი არ გინდა და არ აპირებ, ტელევიზია ბიზნესი იყოს. მედია ბიზნესში კი არ შემოდიხარ, რაღაც სხვა პოლიტიკური მიზნები გაქვს. ასეთი მიზნები ყოველთვის ღუპავს.

მგონია, ქიბარ ხალვაშს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს გაცნობიერებული, რაში გაეხვა იმით, რომ ტელევიზიის მფლობელი გახდა. ნიკა გვარამიამ წარმატებული მედია შექმნა და ამას ამდენი ხანია აგრძელებს, ეს ყველასთვის ცხადია და ქიბარ ხალვაშმაც იცის.

ქიბარ ხალვაში სრულიად დამოკიდებულია იმ ადამიანზე, ვისაც “რუსთავი 2″-ის დახურვის სურვილი ღიად არაერთხელ გამოუთქვამს, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მოვა დრო, როდესაც ეს ხალხი, რომელიც დღეს აქ არის, იგივე ნიკა გვარამია დაჭირდება ქიბარ ხალვაშს იმისთვის, რომ თავი შეინარჩუნოს და დაიცვას იმ ადამიანებისგან ვისაც ჰქონია, რომ დღეს თუ საქმეს გაუკეთებს, დაიმეგობრებს. ეს არასწორია. ბიძინა ბოლოს ყველა თავის მეგობარს ემტერება და ეს ყველამ ცხადად დაინახა”,-აცხადებს ლუბა ელიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად