ელიაშვილი: ხალვაში გუნდთან ერთად იყოს, მალე განუზომელი მადის მქონე ოლიგარქისგან თავდაცვა მოუწევს

ამის შესახებ ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“არის შანსი, რომ ცნობადი სახეები გახდნენ ბატონი ქიბარის მოკავშირეები, როგორც ბიზნესის და ბიზნესი გახდეს ამ ქვეყნის ხერხემალი. ანუ ბიზნესმენების საშუალო ფენა. მათ შორის შესაძლებელია მათ შორის აღმოჩნდეს ქიბარ ხალვაში. თუ მან გაბედა და ჟურნალისტებთან დადგა, თუ ერთ მხარეს არის დამფუძნებლები, ჟურნალისტები და რედაქცია და მათ ზემოდან აწვება ხელისუფლება, უფრო მყარია ის ფუძე. როცა ხელისუფლება და დამფუძნებელი დგება ერთად და თანამშრომლებს აწვებიან ორივე ერთად, როგორც მოხდა “იმედის” შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, მერე უკვე ჟურნალისტებიც ტყდებიან. ამიტომ არჩიოს ბატონმა ქიბარმა, რომ ამ გუნდთან ერთად იყოს. იმიტომ, რომ ცოტა ხანში თვითონ მოუწევს თავის დაცვა განუზომელი მადის მქონე ოლიგარქისგან, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერი მისი იყოს”, – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად