ელგუჯა ბერანძე: საეჭვო სიმპტომების მქონე მგზავრები საველე კარვებში განთავსდებიან

ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერანძემ განაცხადა.

„ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან: ჩინეთიდან ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსული მგზავრების სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაყვანის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი. ინდივიდუალური გასაუბრებისა და დაავადებაზე საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად მგზავრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საველე კარვებში განთავსდებიან“,- განაცხდა ელგუჯა ბერანძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად