ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს TSU ART გახსნის

ელექტრონულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ORNAMENT FEST, საერთაშორისო დონის ოთხი უცხოელი შემსრულებელი Oliver Huntermann Dusty Kid, Nthng და Markus Suckut-ი თბილისს დღეს ეწვივნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის პალატა ავრცელებს.

"თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ,,ORNAMENT FEST’’ დღეს, 23:00 საათზე თსუ არტი გახსნის.

ქართველი აუდიტორიის ხედვის შედეგად, ,,Ornamentfest"-მა გადაწყვიტა შექმნას განსხვავებული და კრეატიული მიმართულება არსებულ ბაზაზე, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ელექტრონული კულტურის განვითარებას. 

პერფორმანსი მოიცავს ცალცალკე არსებულ, განსხვავებულ და ილუმინატორულ მიმართულებების სინთეზს, რომლის პირველ ნაწილსაც 4 ნოემბრის ღამე ასახავს

მთელი ღამის განმავლობაში 23:00 საათიდან ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ელით საოცარი საღამო, რომელსაც შოუს ელემენტებით გააფორმებს საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და დილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი, TSU ART და STREET ART.

ეს არის ახალი, განსხვავებული და უკონკურენტო პროექტი, რადგან საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში დღემდე არ გამართულა მსგავსი ფესტივალი და წარმოადგენს თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების სინთეზს.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტებებისთვითმართველობები.'- აღნიშნულია კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მოამზადა ნიკოლოზ ნინიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...