“ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის მოთხოვნას კომპანიები აუცილებლად დააყენებენ”

NULL

“ტარიფის გადახედვის მოთხოვნით ჯერ სემეკისთვის არცერთ კომპანიას არ მიუმართავს”, – განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ.

შონიას თქმით, თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ბუნებრივი არის წილი, ელექტროენერგიის ტარიფის დაახლოებით 70 პროცენტია.

“ოფიციალურად ჯერ არცერთ კომპანიას სატარიფო განაცხადით კომისიაში არ მოუმართავს, თუმცა დიდი ალბათობით ამის დიდი საფუძველი გვაქვს. რადგან, რეალურად ის კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოების პროცესში, ან ბუნებრივი აირის განაწილების პროცესში ყიდულობენ ბუნებრივ აირს უცხოურ ვალუტაში, რა თქმა უნდა, ამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო დღეს განიცდიან გარკვეულ ფინანსურ ზარალს და შესაბამისად, ეს კომპანიები, რა საკვირველია, დააყენებენ ამ საკითხს კომისიაში. ჩვენ გვქონდა წინასწარი საუბარი ელექტროენერგეტიკის სექტორში იმ თბოელექტროსადგურებთან, რომლებიც აწარმოებენ ელექტროენერგიას, შესაბამისად მათ აქვთ ფინანსური პრობლემები. ის ბუნებრივი აირი, რომელსაც მოიხმარენ, ყველა იმპორტირებულია, ამიტომ ისინი ანგარიშსწორებას დოლარში ახორციელებენ. ელექტროენერგიის ტარიფში ბუნებრივი აირის წილი დაახლოებით 70 პროცენტია. ამიტომაც, ისინი ამ საკითხს აუცილებლად კომისიაში დააყენებენ”, – განაცხადა გოჩა შონიამ.

ენერგოპლატფორმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად