ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 2010-დან 2017 წლამდე 40%-ით გაიზარდა

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, რაც იწვევს დეფიციტს და საჭირო ხდება ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოპლატფორმა ავრცელებს.

საქართველო იმპორტს მეზობელი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ახორციელებს.

არსებული მზარდი დეფიციტის დაფარვის ოპტიმალური ვარიანტია, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ჰიდრორესურსებზე მომუშავე, გენერაციის ახალი ობიექტების – ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...