უკრაინა 11 აპრილიდან განაახლებს ელექტროენერგიის ექსპორტს მოლდოვაში. ამის შესახებ უკრენერგო იუწყება.

მოლდოვაში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის სახელმწიფოთაშორისი ქსელების გამტარუნარიანობის გასანაწილებლად პირველი აუქციონი ჩატარდა. პოლონეთში ელექტროენერგიის ექსპორტის აუქციონი 10 აპრილს არის დაგეგმილი. გარდა ამისა, შეთანხმებულია სლოვაკეთში ექსპორტის გახსნის შესაძლებლობა.

უკრენერგონ აღნიშნა, რომ უკრაინა თითქმის ორი თვეა, ფარავს ელექტროენერგიის ყველა შიდა მოთხოვნილებას, ამიტომ გახდა შესაძლებელი მისი ექსპორტი.

უკრაინა ელექტროენერგიას მოლდოვასა და ევროკავშირის ქვეყნებში გასული წლის ივნისიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ატარებდა. ამ პერიოდში გაიყიდა 2,6 მილიარდი კილოვატ-საათი.

ქვეყანას ექსპორტის შეწყვეტა მოუწია რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მუდმივი დაბომბვის გამო.

"უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტი დაეხმარა ევროპას რუსული ენერგორესურსების მოხმარების შემცირებაში. სწორედ ამიტომ ანადგურებს რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას, კლავს უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას", - თქვა მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.

ენერგოწარმომქმნელი საწარმოების ნაწილი რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩნდა. ეს არის ძირითადად ქარის, მზის და ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიე.