ელენე მაჩალიკაშვილი შს მინისტრს შვილიშვილის გათავისუფლებას სთხოვს

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვის დროს, ელენე მაჩალიკაშვილმა გიორგი გახარიას შვილიშვილის – მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.

” მე, 73 წლის ქალს, თხოვნა მაქვს მასთან, როგორც ახალგაზრდა კაცთან. შვილებიც ეყოლება, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც. ამ შუაზე გახლეჩილ გულს კიდევ ნუ დააყრის მარილს და თხოვნა მაქვს, რომ გამოუშვან მორის მაჩალიკაშვილი“, – განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, 26 წლის მორის მაჩალიკაშვილი სამი დღის წინ დააკავეს. გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად