ელენე ხოშტარიას დედა ხელისუფლებას: ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი

ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს:

“ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან იმიტომ, რომ კიდევ მგონია, რომ თქვენ, ხელისუფლებას კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, სინდისზე ვეღარ იტყვი, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის ყველამ ვიცით სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, 4 შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას გააკეთებთ აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მე მაქვს კიდევ არ ვიცი რატომ, თქვენი ოდნავ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხიელბთ, თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი”, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.

კომენტარები
იტვირთება...