ელენე ხოშტარია: უგულავას დროს “სითი პარკთან” ხელშეკრულება ნამდვილად არასწორად დაიდო

ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"2012 წელს ამომრჩეველმა მართლა სამართლიანად გვითხრა უარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უარი შეცდომები გავიაზროთ, ვისაუბროთ ამაზე ღიად და ადამიანებთან კი არ დავმალოთ და ვიმსჯელოთ როგორ გამოსწორდება. მაგალითად, კონკრეტულად "სითი პარკი" რომ ავიღოთ. ეს ნამდვილად არასწორად დადებული ხელშეკრულება იყო თავის დროზე, გიგი უგულავას დროს. მე ვარ გუნდში, რომელსაც შეუძლია თქვას შეცდომაზე და ისაუაბროს იმაზე როგორ უნდა გამოსწორდეს ეს შეცდომა. კამათი გიგი უგულავასთანა ან გუნდის სხვა წევრებთან ჯანსაღი პროცესია", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...