ელენე ხოშტარია: წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძე-შოთაძით გაბლატავებული ბიჭები, დამარცხდებით მონებო!

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძე-შოთაძით გაბლატავებული ბიჭები, დამარცხდებით მონებო! – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:

“ამ მთავრობას ამოფარებულმა კრიმინალებმა ჩათვალეს რომ ეს ქვეყანა მაგათი საჯიჯგნია. ხან ფედერაციის თავმჯდომარე უსწორდება წესიერ სპორტსმენს და სახელმწიფო ხელს აფარებს. ხან შარდს უსმევენ მოქალაქეს და სახელწმიფო ეფარება. ხან არჩევნებზე აბირჟავებენ და ხალხს აშინებენ. პოლიციას არ უჩივლოო არასრულწოვანს კრიმინალი მიუგზავნეს. წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძით და შოთაძით გაბლატავებული ბიჭები.

არც გვეშინია და არც დაგითმობთ ამ ქვეყანას თქვე ლაჩრებო! მადლობა ჟურნალისტებს დიდი შრომისთვის.

დამარცხდებით მონებო მალე”, – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად