ელენე ხოშტარია: სისტემური არჩევანი უნდა გავაკეთოთ და არა ის, რომ ბიძინა ცუდია და ელენე კარგია

სისტემური არჩევანი უნდა გავაკეთოთ და არა ის, რომ ბიძინა ცუდია და ელენე კარგია, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“უკვე ყველას ღიად გვეუბნებიან – მოქალაქეს, რომელიც მუზეუმს იცავს, ჟურნალისტს, რომელიც ჩვენ ყველას გვიცავს, ვინც ბულვარს იცავს თუ თავისუფლებას… ჩვენ ყველას გვეუბნებიან, რომ კანონი აღარ გვაინტერესებს, ჩვენ ვიცავთ სისტემას, ან ვემსახურებით წულუკიანისნაირ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ პირდაპირ ეთერში გამოგლიჯოს ჟურნალისტს მიკროფონი და დაარღვიოს ბევრი კანონი.

ამ ყველაფერმა ჩვენ ხელები კი არ უნდა ჩამოგვაშვებინოს, პირიქით გვაქვს კონკრეტული მომენტი – არჩევნები და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ის კი არა, რომ ბიძინა ცუდია და ელენე კარგია, არა – სისტემური არჩევანი უნდა გავაკეთოთ. სახელები და გვარები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ აი ეს ერთი კაცის სასტიკი ძალაუფლება გვინდა ჩვენ თუ რეალურად სხვადასხვა პარტიების მიერ ერთმანეთის კონტროლით მართული სახელმწიფო”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები
იტვირთება...