ელენე ხოშტარია: საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან გაყალბებულ, მიტაცებულ არჩევნებს – იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. პომპეოს პროტოკოლით ოპოზიციასთან შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული. ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო მდუმარე აქცია „FALSIFIED- გაყალბებულია“ გამართეს.

„ევროპული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „აიპრესთან“ აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები არასდროს შეეგუებიან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას.
მისი თქმით, მდუმარე აქცია სწორედ ეს გზავნილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის.

„ძალიან მძლავრი და მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პომპეოს მიმართ. საქართველო მოქალაქეები არ ეგუებიან, გაყალბებულ, მიტაცებულ არჩევნებს. მიტაცებულ სახელმწიფოს და იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის.
ამერიკა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ძალინ დიდი მნიშვნელობას ანიჭებს არა მარტო იმას რას ეტყვიან კაბინეტებში, მთავრობაში, არამედ რა პოზიციაზეა ხალხი, რამდენად ეგუება ან არ ეგუება ხალხი დემოკრატიის გათელვას. გარდა სიმბოლური მნიშვნელობისა ექნება კონკრეტული შედეგი, რომ ამერიკა, მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი დემოკრატიის, დაინახავს იმას, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება გაყალბებას“, – განაცხადა ელენ ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად