ელენე ხოშტარია: სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ, არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ

ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, არაფერს გადავისხამ და მივიღებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-17 დღეა შიმშილობს, სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ“, – წერს ელენე ხოშტარია.

კომენტარები
იტვირთება...