ელენე ხოშტარია: როცა კობახიძე ხალხის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, ამ დროს ელჩები მთელი დღე მუშაობენ

როცა კობახიძე ხალხის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, ამ დროს ელჩები მთელი დღე მუშაობენ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.

“მაშინ, როდესაც კობახიძე გამოდის და თავისი თავის და ხალხის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და რაღაცა პოზაში არიან, ელჩები დასხდნენ და მთელი დღე მუშაობენ. რა თქმა უნდა მათი გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და არასდროს არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ ნაცვლად ვინმე გვიკარნახებ პოლიტიკურ ნაბიჯებს.

ხელისუფლების ქმედებები გაუგებარია. მოლაპარაკებებზე მოვიდნენ და მეორე რაუნდამდე ცესკოს სხდომა ჩანიშნეს და გააფორმეს. კალაძე გამოდის და ამბობენ, რომ მოდით საერთო ენა გამოვნახოთო და ამ დროს მელიას ოფისს წვავენ. ანუ არ არიან ადეკვატურები. როდესაც ხელისუფლება უპასუხისმგებლოა, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ პასუხისმგებლობა გვქონდეს. რეალური გამოსავალი ამ ქვეყნისთვის არჩევნების ინსტიტუტის დაბრუნებაა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად