ელენე ხოშტარია: როცა ხალხი მიაწყდა კლინიკებს, მაშინ დაიწყეს პროტოკოლზე მუშაობა და ესაა ხელისუფლების პასუხისმგებლობა

ყველა საავადმყოფოში ვერ იწვება, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ისაა, რომ როცა ხალხი მიაწყდა კლინიკებს, მაშინ დაიწყეს პროტოკოლზე მუშაობა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ლევან რატიანის განცხადებას სასაცილოდ არ შევხედავდი. მე მგონი აზრი, რაც ამ განცხადებაში დევს არის ის, რომ ყველამ არ უნდა იმკურნალოს საავადმყოფოში, ამის აუცილებლობა არ არის. ანუ, უფრო მძიმეებმა უნდა იმკურნალონ. ოღონ აქ იცით რაშია ხელისუფლების პასუხისმგებლობა და რას ვერ აკეთებს? იმისთვის, რომ ყველა არ მიაწყდეს საავადმყოფოს, ამისთვის საჭიროა, რომ შენ გამართო სახლში მკურნალობის მექანიზმი და დღეს რომ მეუბნება სახელმწიფო, რომ ვმუშაობ პროტოკოლზე, რომ სახლში გიმკურნალო, მაშინ როდესაც საავადმყოფეობს მიაწყდა ყველა, ამაშია ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თორემ ცხადია, რომ მსოფლიოში ყველგან ასე ხდება, რომ ყველა საავადმყოფოში ვერ იწვება, ეს ასე არ გამოდის”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად