ელენე ხოშტარია: რატომ უნდა დააბანდოს ვინმემ ინვესტიცია ანაკლიის შემდეგ?! ასეთი პრობლემები ჩვენი ხელისუფლების დროსაც იყო

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკეში ელენე ხოშტარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“სიღარიბის დაძლევას არ შველის ფულის დარიგება. წინასაარჩევნოდ მით უმეტეს ამ დაპირების მიცემა და პოპულისტური დაპირებები. სჭირდება სამუშაო ადგილები, რასაც ქმნის ინვესტიციების მოზიდვა და დაბალი გადასახადები, ასევე სამართლიანი მიდგომები. რატომ უნდა მოუნდეს ვიღაცას ინვესტიციის დაბანდება, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ დაიხურა ანაკლიის პროექტი მაგალითად. სადაც პროკურატურა, შსს, პარლამენტი და ჩრდილში  მყოფი ივანიშვილი თავის ნებაზე მართავს ბიზნესს. ან თუნდაც წინა მთავრობაშიც იყო პრობლემა. ბიზნესის მმიმართულებით მიდგომები ჩემთვის მიუღებელია, რაც ჩვენი მთავრობის დროს იყო”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად