ელენე ხოშტარია: რა თქმა უნდა, 26 მაისს ძალის გადამეტება იყო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას ძალია გადამეტება მოხდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, აქ იყო ძალია გადამეტება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენი ამოცანაა როგორ აღმოვფხვრათ დღეს, რომ აღარ არსებობდეს ძალის გადამეტება. არა თუ არსებობს ძალის გადამეტება, არამედ ქვეყანა იმართება სუს-ით, ძალადობა არის წაქეზებული, მოძალადეები არიან წაქეზებულები. "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად "კალაშნიკოვებით" დადიან შუა ქუჩაში და ადამიანებს ხვრეტენ. სუს-ი ადამიანებს უსმენს. 

უნდა წავიდეთ წინ და არჩევნაბამდე ორი კვირით ადრე მაინც ვისაუბროთ იმაზე რატომ არ გააუქმეთ სუს-ი. რატომ უხდით ფულს ბედუკაძეს. დღეს 2016 წელს, როდესაც საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი. რატომ დაიყენეთ გვერდით ადამიანები, რომლებიც მაშინ ძალის გადამეტებაში მონაწილეობდნენ?",- განაცხადა ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად