ელენე ხოშტარია: ყველას თუ დაგვსვამენ სახლში ვირუსი აღარ იარსებებს, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ

ყველაზე მარტივი მართვა არის სტალინისეული მიდგომით – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, – ამის შესახებ პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკაზე პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა “tv pirveli”-ს ეთერში.

მისი თქმით, შესაძლოა თბილისი მხოლოდ ვერა და ვაკე ჰგონიათ და ამიტომ თქვეს, რომ უტრანსპორტოდ სიარული ვისწავლოთო.

“ყველაზე მარტივი მართვა არის სტალინისეული მიდგომით – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. ის კიდევ უფრო სასტიკი იყო, მაგრამ ჩვენ ყველას თუ დაგვსვამენ სახლში ვირუსი აღარ იარსებებს, მაგრამ ჩვენც აღარ ვიარსებებთ. დღეს გვითხრეს, რომ ისწავლეთ უტრანსპორტოდ სიარულიო. საინტერესოა რას გულისხმობენ – ბორბლები გამოვიბათ თუ ფრთები? შეიძლება თბილისი მას ვერა და ვაკე ჰგონია. ძალიან მაინტერესებს ავჭალიდან, დიღომიდან, გლდანიდან, წყნეთიდან, ვაკეთილიდან თუ აფრიკიდან რანაირად უნდა გადაადგილდეს ადამიანი ტრანსპორტის გარეშე?!

ამის ნაწილია ასევე, რომ სწორად რომ არეგულირო პანდემია სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. მაგალითად, აბსოლუტურად არასწორ დროს 100 მილიონი დაიხარჯა სასტურმოებში კარანტინებში, ეს 100 მილიონი სკოლების ინფრასტრუქტურის მომზადებაზე რომ დახარჯულიყო, დღეს ამბობენ წყალი არ არისო და დღეს ეს პრობლემაც არ გვედგებოდა.

ოპოზიცია ვარ და შეიძლება ყველაფერი ცუდის თქმა მინდოდეს მთავრობაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული ხალხის სახლში დატოვების თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებას გაუტკბა ადამიანების დაჩაგვრა და დამცირება. გავაყალბე არჩევნები? რამით უკმაყოფილო ხარ? აქციაზე გასვლის საშუალებას არ მოგცემ. მშობელი რომ დაგტუქსავს იჯექი სახლშიო, აი ეს დამოკიდებულებაა”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად