ელენე ხოშტარია: ყველა მინდა გავაფრთხილო “ქართულ ოცნებაში” – არ გაგივათ! ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალისტებს და აბსოლუტურად ყველა მედიას

მოძრაობა “დროა”-ს თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდოდატი ელენე ხოშტარია სოლიდარობას უცხადებს თითოეული მედიის წარმომადგენელს და აღნიშნავს, რომ დღეს ჟურნალისტებს საფრთხის ქვეშ მუშაობა უწევთ.

როგორც ელენე ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, რადგან ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება და მოწოდება მმართველი გუნდის მხრიდან ხდება.

“უკვე ყოველდღიურია და არაერთჯერადი, რის განმავლობაში, როდესაც კორესპონდენტები და ჟურნალისტები არიან თავდასხმის ობიექტები. და ეს ხდება მინისტრების და “ქართული ოცნების” მაღლჩინოსნების პირდაპირი მითითებით. მოვუწოდებ ყველას, კარგად გვესმოდეს, თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას. ყველა მინდა გავაფრთხილო “ქართულ ოცნებაში” – არ გაგივათ! როგორც ფიზიკურად ვიცავდით და არაერთხელ დაუცავთ ამ ქვეყანაში მედია, ზუსტად ასე, ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალისტებსაც და აბსოლუტურად ყველა მედიას.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები
იტვირთება...