ელენე ხოშტარია: პროტესტი პრობლემა არ არის, ყველას შეუძლია გამოხატოს (ვიდეო)

“ძალიან ვწუხვარ რომ “ქართული ოცნება” ახალგაზრდებს იყენებს ასე ხელოვნურად”-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ძალიან ვწუხვარ რომ “ქართული ოცნება” ახალგაზრდებს იყენებს ასე ხელოვნურად, პარტიულად ასე აგზავნიან. სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ, რომ ადამიანები, ახალგაზრდები ამ ქვეყანაში იყვნენ თავისუფლები.

თავისთავად პროტესტი არანაირი პრობლემა არ არის, ყველას შეუძლია ეს გამოხატოს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს არაძალადობრივი. რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, ლეწავენ ოფისებს, იჭრებიან კერძო საკუთრებაში ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. ამას უნდა ვებრძოლოთ”,-ამბობს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, ოპოზიცია პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნით შევიდა.საპროტესტო აქციის მონაწილეები “ევროპული საქართველოს” წევრების ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის პერფორმანს აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად