ელენე ხოშტარია: პროკურატურის უპასუხისმგებლობლო პასუხით, თურმე “პატრიოტების” წინააღმდეგ გამოძიების საფუძველი არ არსებობს

პროკურატურის უპასუხისმგებლობლო პასუხით, თურმე “პატრიოტების” წინააღმდეგ გამოძიების საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო პროკურატურის ფორმალური და უპასუხისმგებლო პასუხის შესახებ, სადაც ისინი საუბრობენ, რომ თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს მხოლოდ აუდიტის სამსახურს. “დოსიეში” მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო – რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოებული ადამიანები აძლევდნენ საქართველოში, არჩევნებში მონაწილე “პატრიოტთა ალიანსს”. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დაჟინებით მივმართავ სუს-ს, პროკურატურას, ყველა იმ უწყებას, ვისაც ევალება ჩვენი სახელმწიფო, მოქალაქეები დაიცვან რუსული მტრული პოლიტიკისგან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პროკურატურას “პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 25 აგვისტოს მიმართა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად