ელენე ხოშტარია: მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი – ასე არც კოვიდი გვარდება, არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება

“ქართული ოცნება” მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის. მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი. ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წერვმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან გახმოვანებული ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პანდემიის გავრცელება პარლამენტთან გამართულ აქციებთან არის დაკავშირებული.

მისი განცხადებით, კოვიდპანდემიას მმართველი გუნდი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მუდმივად იყენებს და ახალი ბრალდებებიც ამას უკავშირდება.

“სამწუხაროა და არც პირველი შემთხვევაა, რომ “ქართული ოცნება” მუდმივად კოვიდის სიტუაციას იყენებს პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის. მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი. ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ. საარჩევნო პერიოდში ისინი აბსოლუტურად მშვიდად ატარებდნენ ყველანაირ შეხვედრას, რაც უნდოდათ, მერე გააყალბეს არჩევნები და ადამიანებს უთხრეს, რომ კი გაგიყალბეთ არჩევნები, მაგრამ ახლა ხმა არ ამოიღოთ. ასე არც კოვიდი გვარდება, არც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად