ელენე ხოშტარია: მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე

პოლიტიკური მოძრაობა “დროას”ლიდერი ელენე ხოშტარია ა ცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მიღებული სადეპუტატო მანდატი, რომელიც მან “ევროპული საქართველოში” ყოფნის პერიოდში მიიღო, პარტიის კუთვნილებაა.

“როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:
ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა.
შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაო კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში პოლიტ პატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება.
როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა.” – წერს ელენე ხოშტარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...