ელენე ხოშტარია: მართლმსაჯულების სისტემის არარსებობა კიბოა, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას

მართლმსაჯულების სისტემის არარსებობა კიბოა, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკეში ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

“სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის არის შეთანხმება იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაც არის მართლმსაჯულების სიტემა, რომლის გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც ადამიანი დაიცავს თავის თავს, ვერც უსაფრთხოება იქნება, კრიმინალიც იბოგინებს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი კიბო. როგორც ადრე იყო კორუფცია, რომელიც ანგრევდა სახელმწიფოს, ზუსტად მართლმსაჯულების სისტემის არარსებობა არის ის კიბო, რომელიც არ გვაძლევს განვითარების საშუალებას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად