ელენე ხოშტარია: მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს და პარლამენტის ადმინისტრაციას… ახლა “ნიუ ჰოსპიტალში” ვარ

მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს და პარლამენტის ადმინისტრაციას… ახლა “ნიუ ჰოსპიტალში” ვარ, – ამის შესახებ “დროას” თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომელმაც დღეს შიმშილობა შეწყვიტა.

“დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში. საოცრად მივლიდნენ. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის.
ახლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს, დანარჩენი მერე❤️” – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა: მიხეილ სააკაშვილს ვთავაზოთ გადაყვანილი იყოს სამხედრო ჰოსპიტალში

კომენტარები
იტვირთება...