ელენე ხოშტარია: კრიმინალის ზრდა ძალადობის დაუსჯელობამ გამოიწვია

"ძალიან დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიმინალური სიტუაცია არის ძალიან მძიმე, სამწუხაროდ ჩვენ როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, 2 წლის წინ, საერთოდ არავინ ყურადღებას არ აქცევდა, სტატისტიკურ მაქინაციებზე გველაპარაკებოდნენ", – ასე შეაფასა ბოლო დროს თბილისში გახშირებული კრიმინალური აქტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელენე ხოშტარიამ "აიპრესთან".

მისი თქმით, მოძალადე ადამიანები ქუჩაში დადიან და არანაირი პრობლემა მათ არ ექმნებათ, სწორედ ეს არის დაუსჯელობის სინდრომი.

"დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში როდესაც ვიღაც ადამიანს მანქანაში რატომღაც უდევს კალაშნიკოვი და მეორე ადამიანს უბრალოდ იმიტომ რომ ასე უნდა ცხრილავს, ეს არის სახელმწიფოს დეგრადაციის უკვე არ ნახული ფორმა, რომელიც ძალიან საშიშია, რომელიც ჩვენ გავლილი გვაქვს და ძალიან კარგად ვიცით რითი შეიძლება დამთავრდეს. რაც მთავარია ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი და ეს მიზეზი არის ძალადობის დაუსჯელობა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

მოძალადე ადამიანები ქუჩაში დადიან არანაირი პრობლემა მათ არ ექმნებათ. არის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც მთლიანად ედება გარემოს, მერე ხდება აბსოლუტურად უკონტროლო, ეს არის საშიში, რის ზღვარზეც ჩვენ უკვე დავდექით, დღევანდელი მკვლელობა იყო უკვე სახელმწიფო დეგრადაციის ახალი ფორმა", – განაცხადა ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად