ელენე ხოშტარია კარტოგრაფებზე: არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც ამ ადამიანებს დაკავება ეკუთვნით

“ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, დაკავებულები პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი არიან.

“კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც ამ ადამიანებს დაკავება ეკუთვნით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი არიან მძევლებად,ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო, პოლიტიკური, ბინძური თამაშები და ახლა პოლიტიკური რეპრესიები”, -განუცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულების, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან, ისინი დაკავებულებს პირად თავდებში უდგებიან.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ. ადვოკატები ელოდებიან, რომ სასამართლო მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად