შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოიჭირა, – ამის შესახებ Facebook-ში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია წერს
“ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე. შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ყავდეს მაგალითად მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში, არ ყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოიჭირა, კოსტიუმში გამოიწკიპა და თავს პროკურორს უწოდებს, ასევე ის პირუტყვი მოსამართლე. ეს დამნაშავეები ეხლა წავლენ სახლში, თან ალბათ ოჯახში იამაყებენ კარგად მიდის ჩემი კარიერაო, ტელევიზორში ორჯერ გამოვჩნდიო, მომიწონებენ თავდადებას და დამაწინაურებენო და ნატალია და ივერი აგრძელებენ შეურაცხმყოფელ გარემოში, ციხეში ყოფნას.
ეს სიმახინჯე აუცილებლად დამთავრდება”, – წერს ელენე ხოშტარია.
კომენტარები