ელენე ხოშტარია: კალაძეს არ ესმის, რაშია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საფრთხეები

„საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს არ ესმის რაშია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პოლიტიკური საფრთხე, რაც საგანგაშოა“, – ამის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს „გაზპრომთან“ მოლაპარაკება ეროვნული ინტერესებისთვის საგანგაშოა. 

„მისგან პასუხი მივიღეთ, რომ „გაზპრომთან“ კომერციული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავს. ეს არის საგანგაშო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...