ელენე ხოშტარია: ივანიშვილო! ვის ებაქიბუქებით ამ რუსთაველზე?! ფეხებს ვერ მოგვჭამთ!

ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე საპროსტესტო აქციაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და “ოცნების” ხელისუფლებას.

დეპუტატის თქმით, აქციის დაშლით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვერ დააშინებენ.

“ხვალ აუცილებლად უნდა მივიდეთ სასამართლოში და ვანახოთ ბიძინა ივანიშვილს, დაჭერით კი არა, ვერაფრით ვერ შეგვაშინებს. რამდენჯერაც ამ მასკარდს მოგვიწყობს… რა მასკარადი იყო, ჩააცვა რაღაც მასკები, დაახურა, დააჭერინა ფარები და რა გონია, ჩვენ რამე დაგვაფრთხობს?!

ბიძინა! პირდპირი გეუბნები – პიკეტირებაც იქნება, გადაკეტვაც იქნება, ბლოკირებაც იქნება და შენი წასვლაც იქნება. პირდაპირ გეუნები, და კიდევ აჩიკო თალაკვაძე, რომ დაგიჯერებია, ვითომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომის ჭერა კიდევ ბევრჯერ მოგიწევს  ხელში. ჩემი ხელით დაგაჭერინებ. პირობას გაძლევ!

თქვე უნამუსოებო, აპატიმრებული ხალხი გვყავს ცხინვალში და იქ იბაქიბუქეთ ასე. ვის ებაქიბუქებით ამ რუსთაველზე?! ფეხებს ვერ მოგვჭამთ! გითხარით ეს! და გაიგებთ,კიდევ ბევრჯერ! “- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე, აქციის ორგანიზატორებს სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი გადასცა. მისი განმარტებით, ეს იმის სიმბოლოა, რომ ისინი მედიას, ინსტიტუტებს, პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად