ელენე ხოშტარია: ეს ივანიშვილის სპეცოპერაციაა! მან კუნთმაგარი ბიჭები მიუქსია ხალხს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველს” განუცხადა.

“ეს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სპეცოპერაციაა. პროვოკაცია მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულია პოლიცია, რომელსაც ვეუბნებით, რომ ძალადობა ხდება, მაგრამ არ აკავებენ. ასე ჰგონია, ივანიშვილს რომ მიაღწევს შედეგს. სპეცრაზმმა და რკინის ღობეებმა არ უშველა, წყლის ჭავლმა არ უშველა და სუსმა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ კუნთმაგარი ბიჭები მიუქსიოს ხალხს. არც ძალადობა გამოვათ და არც პროტესტის ჩახშობა. გამოუვათ ის, რომ წაბრძანდებიან სახლში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად