ელენე ხოშტარია: ექიმებმა მითხრეს, რომ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა შესაძლებელია

ერთი მარტივი რამე უნდა მოხდეს, გადაიყვანონ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, სხვა შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტას არც კი განვიხილავ, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ერთი მარტივი რამ უნდა მოხდეს, რის გარეშეც ვერავინ ამ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებთ. უნდა გადაიყვანონ სააკაშვილი კლინიკაში და მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე არ განვიხილავ არცერთ სხვა ვარიანტს შიმშილობის შეწყვეტის. ეს არ არის სიჯიუტე, მე ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და მყარად ვარ ჩამოყალიბებული. მე თუ დავთმე ადამიანის სიცოცხლე, რომ რაღაცა დისკომფორტი მაქვს, მერე როგორ შევხვდე ადამიანებს და რა ვუთხრა?! ჩემ შვილებს რა ვუთხრა?!” – თქვა ელენე ხოშტარიამ.

კითხვაზე, თუ სააკაშვლს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, იქნება თუ არა ეს მისაღები პირობა? – პასუხობს:

“მე არ ვარ სპეციალისტი და გორის ჰოსპიტალზე მქონდა კონსულტაცია არაერთ პროფესიონალ ექიმთან და მითხრეს, რომ გორის ჰოსპიტალი ის ადგილია, სადაც მისი მკურნალობა აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, დღის წესრიგი და თამაში, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა. ამაზე ფასეული არაფერია. მათ იციან, სად შეიძლება გადაიყვანონ, ექიმებმა ხომ ეს ყველაფერი თქვეს და ხომ თქვეს, რომ მოხდება უბედურება. ტიკარაძესაც უთქვამს და ჩემი ღრმა პატივისცემა თუ ეს ასეა, არავის არ ვუდგები ჯიბრში. მე რა თქმა უნდა “ოცნებასთან” გავაგრძელებ პოლიტიკურ ბრძოლას, მაგრამ აქ ელემენტარულ რამეზეა საუბარი. ნეიტრალური დამკვირვებლები სადაც იტყვიან, რომ აქ შეიძლება, იქ უნდა მოხდეს გადაყვანა, ჩემ კაპრიზზე ხომ არ არის?!” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები
იტვირთება...