ელენე ხოშტარია: ძალიან მაგრად ვუჭერ მხარს ზურა ჯაფარიძეს, ძალიან მაგრად მინდა მოიგოს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია Facebook-ში წერს:

“სამი დღეა ვფიქრობ ძალიან მაგარი პოსტი როგორ დავწერო ზურა ჯაფარიძის მხარდასაჭერი, ცოტა მაგარი არ მაკმაყოფილებს. ხოდა გადის დრო ამასობაში და ამიტომ ეხლა ესე დავწერ: ძალიან მაგრად ვუჭერ მხარს, ძალიან მაგრად მინდა მოიგოს, ძალიან მაგარია ესეთი ადამიანები პოლიტიკაში. დანარჩენი გზადაგზა”, – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ში.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. მას მხარს უჭერს “ევროპული საქართველო”. ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების ნაწილს პოზიცია ჯერ არ გაუჟღერებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად