ელენე ხოშტარია: “დროა” ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსზე კომენტარს არ აპირებს

გუნდის სახელით მინდა, განვაცხადოთ, რომ პირველი: „დროა“ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:

“ეს არის უდიდესი ბოროტება. გუნდის სახელით მინდა, განვაცხადოთ, რომ პირველი: „დროა“ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს. მეორე, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, „პოლიტიკური პოლიცია“ აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუსის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვა და ანტიტერორისტული საქმიანობა. ეს არის ის, რაც რეალურად შეიძლება წარმოადგენდეს ქვეყნისთვის საფრთხეს. ხოლო „პოლიტიკური პოლიციის“ არსებობა ქვეყანაში, საფრთხეა თითოეული მოქალაქისთვის.
📍 და ბოლოს, მთავარი პასუხი ამ გაუგონარ თავგასულობაზე, უნდა იყოს 2 ოქტომბრის არჩევნები, სადაც მთავარია, რომ იმ ბრაზმა, რომელიც ყველას გვეუფლება, უნდა შემოგვახაზინოს უარი „ქართულ ოცნებაზე“ და გაგვაკეთებინოს არჩევანი კოალიციური, დაბალანსებული მთავრობის სასარგებლოდ”, – წერს ელენე ხოშტარია Facebook-ში.
კომენტარები
იტვირთება...