ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს შენობაში შევიდნენ და თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ

„ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შევიდნენ.

გოგორიშვილისა და ხოშტარიას განცხადებით, მათ დღეს, 13:00 საათზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ცესკო-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრა არ ჰქონია დანიშნული.

ცესკო-ს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას და ხათუნა გოგორიშვილს განუმარტა, რომ შესაბამისი საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა მათ დაცვას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და შენობაში შესვლა მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად