ელენე ხოშტარია: ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერს ვანსახიერებ, რასაც დავცინოდი

„ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერ იმას ვანსახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი“, – ამის შესახებ ელენე ხოშტარია თავის Facebook გვერდზე წერს.

“ნუ, ჯერ ხომ ვიძახდი, რა უბედურებაა რომ მიყვებიან მშობლები-თქო, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილესს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა და ეპითეტი დამავიწყდაო და ნერვიულად ვუხსნიდი ისე, რომ არასდროს არ ეცოდინება ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა.

აი, რომ შეამკობ რა, საკაიფო ეპითეტებით – ვეუბნები და ნუ, მთხოვა გავჩუმდე. ბოლოს, ცხადია, ცრემლები, როგორც პირველ კლასში რომ მიდიოდა. ეხლა ვდგავარ და სამყაროს ნიშნებს ვიღებ, რომ მივხვდე როგორ წერს. გაღიმებული ადამიანი თუ ჩამივლის, ესეიგი კარგად თუ ვინმეს ჩხუბის ხმა მომესმა, ესეიგი შეცდომით შემოხაზა.

არადა, სულ ვუხსნიდი, მთავარია იშრომე და მერე დაიკიდე, რა აპოკალიფსს ხატავენ ამ გამოცდებიდან-თქო და მე თვითონ მოვუწყვე აპოკალიფსი.

“დედაენაცვალოს”,

P.s. რა თქმა უნდა, ჩუმად ფოტოებიც გადავუღე, მაგრამ ამაში მაინც გავუწევ ანგარიშს და არ დავდებ”. – წერს ელენე ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად