ელენე ხოშტარია: არ გამოუვა გახარიას ძალადობა თავს მოგვახვიოს

ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის მონაწლეებს.

“ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, დიახაც, პარტიის მოწვეულ აქციაზე თქვენ ხედავთ ამდენ აქტივისტს. ამდენ ახალგაზრდას განსხვავებული აზრით. ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, ამ ქვეყანაში ვერ იბოგინებენოკუპანტები და ამ ქვეყანაში არ იქნება ძალადობა.

რაც არ უნდა ვიღაც გაღიზიანდეს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობიანი გზა არის ჩვენი ყველას ერთიან პრინციპული არჩევანი და არ გამოუვა გახარიას (შინაგან საქმეთა მინისტრი) ძალადობა თავს მოგვახვიოს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად