ელენე ხოშტარია: „არანაირი სირცხვილის დერეფანი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება“

“ევროპული საქართველოს” ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ სირცხვილის დერეფნების მოწყობას ემიჯნება.

“? არანაირი სირცხვილის დერეფანი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც ოცნების ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს.

? მეორე – ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი სწორედ მათ არ უნდა დავესმგავსოთ!

? და საერთოდ, არანაირი მეორე ტური ეს არ არის. სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ, ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები”, – წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად