ელენე ხოშტარია: 7 აგვისტოს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, სად დგას ჩვენი სახლიდან რუსი ოკუპანტი

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მოქალაქეებს სთავაზობს, აგვისტოს ომის 12 წლისთავზე, 7 აგვისტოს საკუთარი სახლებიდან გაზომონ მანძილი საოკუპაციო ხაზამდე.

აღნიშნულის შესახებ ვიდეო მიმართვას ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოუწოდებს ყველას,  გაუზიარონ ერთმანეთს თუ რამდენად ახლოსაა ოკუპაცია.

“ხვალ 7 აგვისტოა, მორიგი რუსული ოკუპაციის დღე. ოკუპაცია კონკრეტული ადამიანების ტრაგედიაზე გადის. მათ იტაცებენ, პარავენ სახლებს, საკუთრებას და ჩვენ ყველას ერთად გვპარავენ მიწას. ეს თითქოს ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ჩვენთვის, ყველასთვის 7 აგვისტო განსაკუთრებულად მტკივნეული დღეა. ამ ადგილიდან ოკუპანტი ზუსტად 64 კილომეტრში დგას. 7 აგვისტოს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, სად დგას ჩვენი სახლიდან რუსი ოკუპანტი და ერთმანეთს გავუზიაროთ, რამდენად ახლოს არის ოკუპაცია”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად