ელჩის შეფასებით, სომხეთის პარლამენტის სპიკერის შეხვედრა ბიბილოვთან ოფიციალური არ ყოფილა

საქართველოში სომხეთის ელჩის იური ვარდანიანის შეფასებით, შეხვედრა, რომელიც სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანსა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ პარლამენტის თავმჯდომარეს ანატოლი ბიბილოვს შორის ოფიციალური არ ყოფილა. 

ელჩმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკიანი შეხვედრაზე ე.წ მთიანი ყარაბაღის მთავრობის მიწვევით იმყოფებოდა.

"სომხეთის მხრიდან არაფერი ოფიციალური არ ყოფილა. ეს განვუცხადე მინისტრის მოადგილეს, ეს მათ ჩემგან გაიგეს. ვწუხვარ, რომ ყველა ეს ფურცელი მინისტრის მოადგილესთან დავტოვე, თორემ წაგიკითხავდით. მთიანი ყარაბაღის სპიკერის მიწვევით მიიწვიეს, არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ იქ ახლა საპარლამენტო არჩევნებია და ამასთან დაკავშირებით მივიდა",-განაცხადა ვარდანიანმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად შეხვედრის შესახებ ცხინვალის რეჟიმის ე.წ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...