A1 ბანერი

ელჩი: ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საქართველოს ელჩი ახალ ზელანდიაში, სამოაში, ფიჯისა და ვანუატუში გიორგი დოლიძე აცხადებს, რომ ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართველები არ დაშავებულან. როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შექმნილი ვითარების გამო, საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

“ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. პრაქტიკულად, 24 საათიან რეჟიმში ვართ პარტნიორებთან კონტაქტზე. საელჩოს მიერ სათანადო ინსპექციების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის 24 საათიან რეჟიმში საელჩოს ცხელი ხაზი მუშაობს.

რაც შეეხება წარწერებსა და მჭიდებს, ამ ეტაპისთვის ქართულ მხარეს სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს”,-განაცხადა დიპლომატმა.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმების შემდეგ, სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს: სამი მამაკაცი და ერთი ქალი. ერთ-ერთ მათგანს ბრალი უკვე წაუყენეს. თავდასხმას ტერაქტი უწოდეს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...