ელ კლასიკო, რომელიც ბარსელონაში მიმდინარე არეულობის გამო გადაიდო, 18 დეკემბერს გაიმართება

ელ კლასიკო, რომელიც ბარსელონაში მიმდინარე არეულობის გამო გადაიდო, 18 დეკემბერს გაიმართება, – ეს გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

წესით და რიგით ელ კლასიკოს ჩატარების თარიღი 26 ოქტომბერი იყო, თუმცა ბარსელონაში მიმდინარე არეულობებმა რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა. თავდაპირველად ფედერაციამ კლუბებს მადრიდში გამართვა შესთავაზა, რის წინააღმდეგაც “ბარსელონა” წავიდა. ასევე განიხილებოდა 26 ნოემბრისა და 18 დეკემბრის ვარიანტებიც, საბოლოოდ კი არჩევანი 18 დეკემბერზე შეჩერდა.

შეგახსენებთ, ბარსელონაში არეულობაა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როდესაც სეპარატისტული მოძრაობის ცხრა ლიდერს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად