ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ეკვადორის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ მიუღია ამომრჩეველთა საკმარისი მხარდაჭერა პირველი ტურის მოსაგებად. ამის დასტურია ეროვნული საარჩევნო საბჭოს მონაცემები, რომელიც კვირას ხმის სწრაფი დათვლის შემდეგ მიიღეს.

ამრიგად, ანდრეს არაუსს, რომელიც წარმოადგენს მემარცხენე ცენტრის კოალიციას “იმედი იმედისთვის”, ხმების 31.5% აქვს. მეორე ადგილზეა იაკუ პერესი მოძრაობიდან “მრავალეროვანი ერთიანობისთვის” (20,04%), მესამე ადგილზეა ყოფილი ბანკირი გილერმო ლასო (19,97%).

პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ან 40%-ზე მეტი, იმ პირობით, რომ უახლოესი მეტოქისგან მისი სხვაობა მინიმუმ 10% იქნება. არჩევნების მეორე ტური 11 აპრილს უნდა ჩატარდეს, რომელშიც ხმების ყველაზე დიდი რაოდენობის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...