ეკვადორში, COVID19-ის გამო, 23 აპრილიდან 20 მაისამდე, საგანგებო რეჟიმი იმოქმედებს

ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ ოთხშაბათს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ ქვეყნის 24 პროვინციიდან 16-ში, რომელიც ძალაში 23 აპრილიდან 20 მაისამდე იქნება.

“რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მე დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას 16 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ზომები ძალაში შევა 23 აპრილს 20.00 საათზე და გაგრძელდება 20 მაისამდე”, – წერს ის ტვიტერზე.

ეკვადორის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დებულება გულისხმობს კომენდანტის საათის შემოღებას, ასევე პარასკევიდან კვირის ჩათვლით თავისუფალი გადაადგილების აკრძალვას.
ბოლო მონაცემებით, ეკვადორში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 362 843-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი – 12 795.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...